მსოფლიოს ისტორიული ადგილები



იორდანია

ნაკლებად ცნობილი ადგილი ჩვენი ტურისტებისთვის – იორდანია წარმოადგენს საუცხოო ქვეყანას, სადაც შესაძლებელია ბიბლიური ადგილების, ძველი ბერძნულ-რომაული ქალაქების მონახულება, მკვდარ და წითელ ზღვაში ბანაობა, ვადი რამის უდაბნოს ხილვა და ცხელი მინერალური წყლების სამკურნალო ძალის შეფასება.



სიცოცხლის წიგნი


რა შეიძლება იგრძნოს ადამიანმა, რომელიც იმ მიწაზე აღმოჩნდება, სადაც აბრაამი, მოსე, იაკობი, ილია, იოანე ნათლისმცემელი, მარიამ ღვთისმშობელი და იესო ქრისტე დადიოდნენ? სულ ერთია რომელ კონფესიას მიეკუთვნებით ან გწამთ თუ არა საერთოდ, რადგან სწორედ იორდანიის სამხრეთშია სამი მსოფლიო რელიგიის: ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის საფუძველი. იქ დრო იშლება და სივრცე იცვლება. და როცა ჯერაშში, რომის იმპერიის დროინდელ ნაგებობებსა და ბიზანტიურ ტაძრებს შორის იმყოფები, მუეძინის ცამდეაწვდილ ლოცვას ისმენ და ხვდები, რომ ჩვენ ყველას ერთი ძირი გვაქვს. ბიბლიური ისტორია ეს ჩვენი საერთო წარსულია, რომელთან შეხვედრასაც ვერსად დატოვებ გულგრილად. ბიბლიით, როგორც გზამკვლევით ხელში მოიარო იორდანია, ეს არც ისე მარტივია, თუმცა მართალია. მრავალი წლის მანძილზე იქ მიმდინარე არქოლოგიური გათხრები მუდმივად ადასტურებს ამას.



აბრაამი, ნოე, მოსე. ცის მთა




მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში მოხვდებით, ყოფიერების წიგნი რეალობას იძენს მათთვისაც კი, ვისაც ის ყოველთვის მხოლოდ ლეგენდების კრებულად ეჩვენებოდა. აეროპორტიდან ქვეყნის სიღრმეში თქვენ ჩქაროსნული ტრასით გახვალთ. ეს სწორედ ის სამეფო გზაა, რომელიც ჯერ კიდევ აბრაამის დროინდელ ჩანაწერებშია მოხსენებული. იქ, იორდანიის მიწაში განისვენებენ აბრაამი და ნოე. მოსეს საფლავი კი ცის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ველზეა, თუმცა კონკრეტული ადგილი უცნობია. ბაბილონის ტყვეობის დროს, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველმა იერემიამ ცის მთაზე აღთქმის კიდობანი დამალა. მისი მწვერვალიდან დღესაც შეიძლება ისეთი მიწის ნახვა, როგორიც მოსემ სამი ათასი წლის წინ დაინახა. 2000 წელს წმინდა მიწაზე მოლოცვა სწორედ აქედან დაიწყო რომის აწგარდაცვლილმა პაპმა იოანე პავლე II-მ, რომელმაც უძველეს ბაზილიკაში ილოცა. იგი მე-4 საუკუნის პატარა ეკლესიიდან აღმოცენდა, რომელიც თავის დროზე მოსეს ღირსახსოვრად იაგო და მე-9-მე-10 საუკუნეში უდიდეს ნაგებობად იქცა, რომლის კედლები და ჭერიც უნიკალური ბიზანტიური მოზაიკით არის მოპირკეთებული.



იესო



ყველაზე მთავარი, რასაც თქვენ იორდანიაში იხილავთ, ეს იესოს მონათვლის ადგილია მდინარე იორდანეში. როგორც ამბობენ, ადამიანები იქ ერთგვარ სულიერ გამოცდასაც კი გადიან. თუ სურვილი გაგიჩნდებათ, თქვენ შეგიძლიათ ამ წმინდა წყალში ფეხებიც კი ჩაყოთ, ხოლო თუ რაიმე ჭურჭელი გექნებათ, მდინარის წყალს სახლშიც კი წაიღებთ. აღსანიშნავია, რომ წყლის ყიდვა იმ ტაძარშიც შეგიძლიათ, რომელიც ბორცვზე დგას და საიდანაც მდინარე იორდანესკენ გზა ჩადის. მას ასევე შეიძენთ სუვენირების მაღაზიაში.

როგორც ცნობილია, ნათლობის შემდეგ, იესომ 40 დღე უდაბნოში გაატარა, სადაც ეშმაკმა ის სამჯერ გამოსცადა. ამ უდაბნოს დღეს ვადი-ალ-აფრიტი (ეშმაკის ველი) ჰქვია და ის იორდანედან აღმოსავლეთით მდებარეობს. იორდანიის მიწაზე პირველად გაისმა იესოს ლოცვა მამისადმი და მიმართვები ხალხისადმი, რაც მათესა და ლუკას სახარებებში დასტურდება.



მადობა, ადრეული ტაძრები

ქალაქი მადობა და მისი მიმდებარე ტერიტორია ძველ აღთქმაში მოხსენებულია, როგორც მედევა და მოავას მიწები. მისი სახელი დაკავშირებულია მოსეს ბედთან, ასევე დავითის ბრძოლასთან მოავიტელების წინააღმდეგ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან. ჩვენ ერამდე მეოთხედან მეშვიდე საუკუნემდე ეს ქალაქი მთელი რეგიონის ქრისტიანული ერთობის ცენტრი იყო. ამ დროის განმავლობაში, მის ტერიტორიაზე შეიქმნა უნიკალური ბიზანტიური მოზაიკა, რომლიც მნიშვნელოვანი ნაწილიც შენარჩუნდა. მადობას არქეოლოგიურ პარკში მდებარეობს იორდანიაში აღმოჩენილი უძველესი მოზაიკა. ეს არის მოზაიკის იატაკი მეფე იროდის სასახლიდან, რომელიც დათარიღებულია ჩვენ ერამდე პირველი საუკუნით. კიდევ ერთი შედევრი ეს არის მოზაიკის ნათელი იატაკი წმინდა გიორგის მართლმადიდებლურ ტაძარში, რომელიც ჩვენს ერამდე მეექვსე საუკუნეშია შესრულებული და მასზე გამოსახულია იერუსალიმისა და ზოგადად, წმინდა მიწის მთელი რუკა. ეს ჩვენს დრომდე შემონახული წმინდა მიწის უძველესი რუკაა.

უძველესი ბიზანტიური ტაძრების ნანგრევებს არქეოლოგები მთელი იორდანიის ტერიტორიაზე პოულობენ. შეუფასებელია მე-4 საუკუნით დათარიღებული ძეგლი, აღმოჩენილი უმ კაისში, მე-2-მე-3 საუკუნეებით დათარიღებული "სამლოცველო დარბაზი" და აკაბაში უძველესი ქრისტიანების მიერ თიხის აგურით ნაშენები საკულტო ნაგებობა. იგი დღემდე აღმოჩენილი ადრინდელი ქრისტიანობის ეპოქის უძველესი ტაძარია.



ჯერაში



საოცარი, მოზაიკით მოპირკეთებული იატაკების ხილვა ქ. ჯერაშში (ჰერასა ბერძნებისა და რომაელების მფლობელობის დროს) მდებარე ბიზანტიური ტაძრების ნანგრევებშიც შეიძლება. ახალი აღთქმის პერიოდიდან ჯერაში, რომელიც დეკაპორისად იწოდებოდა, ჩრდილოეთ იორდანიის ქალაქი იყო. იმ პერიოდის ქალაქების ხილვა ახლაც შეიძლება ჩრდილოეთ იორდანიისა და სამხრეთ სირიის ტერიტორიაზე. თუმცა ჰერასა-ჯერაში ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ქალაქია, სადაც კარგად არის შემონახული ტრიუმფალური თაღები, ქუჩები და მოედნები, შადრევნები, თეატრები და აბანოები. ასევე შემონახულია ბაზარი, სადაც ამ დრომდე დგას მაგიდა, რომელზეც ბიზანტიის იმპერიის ეპოქაში მეხორცე ბატკნებს ატყავებდა. ჰერასში აღმართული საკულტო ნაგებობა ბიზანტიის იმპერიის ეპოქაში ადგილობრივებს ამ მიწაზე იესოს სასწაულების აღნიშვნის საშუალებას აძლევდა. წყლის ღვინოდ გადაქცევის სასწაულს "შადრევნების სასახლე" მიეძღვნა და პრაქტიკულად, ყველა ძეგლი კარგად შენარჩუნდა. ერთ-ერთ მათგანზე ორ თევზს დაინახავთ, რომელიც მესიის სიმბოლოა.



ვადი რამი



იორდანიის უდაბნო ეს სულაც არ არის უსასრულო, ქვიშით მოფენილი ტერიტორია, სადაც არაფერია ხავერდოვანი ქვიშის გარდა. ამ ტერიტორიაზე დგას სახლები, აღმართულია საოცრად ლამაზი მთები. მთის ქანები ისეა გამოხატული, თითქოს იქ მშენებლებს ემუშაოთ. ვიდრე სამოგზაუროდ ჯიპებით გაემგზავრებით, საექსკურსიო ავტობუსით თავისებურ ავტოსადგურში მოხვდებით, რომელიც უდაბნოს კიდეში მდებარეობს. ეს ადგილი ყველაზე მოთხოვნად ადგილებში-მაღაზიებსა და საპირფარეშოში შესვლის საშუალებას მოგცემთ. ადგილობრივ მაღაზიაში შეგიძლიათ თავსაბურავი შეიძინოთ, მაგალითად ლამაზი იორდანული თავსაფარი, რომელიც არამხოლოდ სიცხისგან დაგიცავთ, არამედ შესაძლო მტვრისგანაც. როდესაც ლანდშაფტის აღმოსავლური არქიტექტურით დატკბებით, თქვენ გამცილებლის, მანქანისა და მძღოლის არჩევა მოგიწევთ.

მგზავრობის დროს, რამდენჯერმე გაჩერდებით. ერთ-ერთი გაჩერება მთის სიახლოვეს იქნება, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის გმირის, პოლკოვნიკ ლოურენს არავისკის სახელი ჰქვია. ამ ლეგენდარული ინგლისელის ბედზე, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე აღმოსავლეთში არქეოლოგად მუშაობდა, არაერთი ლეგენდა დადის. მისი ცხოვრების შესახებ, რეჟისორმა დევიდ ლინმა ეპიკური ფილმი "ლოურენს არავისკი" გადაიღო. ამ ტერიტორიიდან საუდის არაბეთამდე სულ რაღაც 40 კმ-ია. თუმცა თქვენ სულ სხვა მხარეს, ორ მთას შუა არსებულ უდიდეს ხეობაში ჩახვალთ, სადაც ბედუინების ბანაკია მოწყობილი. არ იფიქროთ, რომ სწორედ იქ ისადილებთ, როგორც ეს პროგრამაშია ჩაწერილი და ნურც უარს იტყვით. ცივილიზაცია და სადილი თავისი აღმოსავლური ცხოვრებით თქვენ წინ გელოდებათ. უდაბნოს საოცარი მთიანი პეიზაჟის გარემოცვაში, რბილ სავარძელში მოკალათებულს, ორი ულამაზესი ბედუინის მიერ შესრულებული მუსიკის ქვეშ, აღმოსავლური კერძების დაგემოვნება მოგიწევთ. თქვენ არამხოლოდ გემოს გაუსინჯავთ აღმოსავლურ სამზარეულოს, არამედ აღმოსავლურ ცეკვასაც შეავლებთ თვალს. ღია, მრგვალ მოედანზე, რომლის ცენტრშიც ცეცხლია დანთებული, ხოლო ირგვლივ რბილი სავარძლები დგას სტუმრებისათვის, ბედუინები იცეკვებენ. ეს ყველაფერი თქვენ უდიდეს სიამოვნებას მოგგვრით.

ისრაელი








ისრაელის კურორტები განლაგებულია სამ რეგიონში: ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, წითელ ზღვასა და მკვდარ ზღვაზე.



ხმელთაშუა ზღვის სანაპირო აკშელონიდან სამხრეთით ლიბანის საზღვრამდე დაკომპლექტებულია პატარა საკურორტო ქალაქებით. ჩრდილოეთით მდებარე როშ-ა`ნიკრა წარმოადგენს ცნობილი გამოქვაბულებისა და ქვაბულების ლაბირინთს, რომელიც თეთრ კლდეებშია გამორეცხილი.


ნაგარია





ნაგარია ლამაზი კურორტია თავისი საუცხოო ქვიშის პლაჟებით, სადაც შეგიძლიათ დაკავდეთ ვინდსერფინგით. ცნობილ ნეტანიაშიც კარგი პლაჟებია, გარდა ამისა, აქ გართობის ფართო არჩევანი და კომფორტული სასტუმროებია: "მარგოა" (Margoa Hotel), "რეზიდენცია" (Residence Hotel), "სოლომონ მეფის სასტუმრო" (King Solomon's Hotel) და ა.შ.

იუდეის უდაბნო





იუდეის უდაბნოს დასავლეთით მსოფლიოს ყველაზე ვიწრო ადგილას (მსოფლიო ოკეანის დონეზე 400 მ ქვემოთ), თქვენს ყურადღებას მიიქცევს მკვდარი ზღვა. ეს ერთ-ერთი პოპულარული ადგილია ტურიზმისთვის, მკვდარი უდაბნოსა და ცოცხალი ოაზისების ტერიტორია. იერუსალიმიდან ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს იერიხონის ოაზისი. იერიხონი დედამიწაზე ყველაზე ძველი ქალაქია, ის 10 000 წლის წინ გაჩნდა. ქალაქში მდებარეობს ხიშამის მშვენიერი სასახლე, რომელიც იმავე ხუროთმოძღვრების მიერ არის აშენებული, ვინც იერუსალიმში ოქროს გუმბათი ააგო


წითელი ზღვა







წითელ ზღვაზე ყველაზე პოპულარული კურორტია ეილათი, აქ ყველაზე მშრალი და მზიანი კლიმატია. მზე წელიწადის 359 დღის განმავლობაში აცხუნებს. წყლის ტემპერატურა თებერვალშიც კი 21°C-ზე დაბლა არ იწევს. მშვენიერი თეთრი პლიაჟების პარალელურად, ეილატში ყურადღებას იქცევს ლამაზი ზღვის ფაუნა. ტურისტების მომსახურებაშია საექსკურსიო კატერები, წყალქვეშა ობსერვატორია, წყალქვეშა ნავი და აკვალანგით ჩაყვინთვა ინსტრუქტორთან ერთად.



მაჩუ-პიქჩუ



ადგილი სადაც შეგიძლიათ დაივიწყოთ ყველაფერი და მთლიანად გადახვიდეთ წარსულის არაჩვეულებრივ ზღაპარში... შეგიძლიათ დარწმუნდეთ :D                                    ტაჯ მაჰალი თაჯ-მაჰალი (ჰინ. ताज महल, ურდუ/სპარს. تاج محل; „სასახლე-გვირგვინი“) — მარმარილოს მავზოლეუმი ინდოეთის ქალაქ აგრაში. აგებული 1631-1653 წლებში დაახლოებით 20.000 მუშის მიერ. მოგოლთა იმპერატორი შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით, თაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი როგორც მუმთაზ მაჰალი), მავზოლეუმი. თაჯ-მაჰალი მოგოლთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება, ამ სტილში გაერთიანებულია ინდური, სპარსული და თურქული არქიტექტურის ელემენტები. მისი მთავარი არქიტექტორი იტალიიდან მოწვეული ჯერონიმო ვერონიო იყო. თაჯ-მაჰალის ყველაზე ნაცნობი ელემენტია თეთრგუმბათიანი მარმარილოს მავზოლეუმი, თუმცა ეს ინტეგრირებულ სტრუქტურათა კომპლესის მხოლოდ ერთი ნაწილია.
View Untitled in a larger map

Комментариев нет:

Отправить комментарий